მარილა - საფერავის მარილი
23დეტალური აღწერა:
მარილა არის ქვევრის პრემიუმ ღვინისგან შექმნილი, პირველი, ქართული ღვინის მარილი, რომელიც მაღაზიათა ქსელში იყიდება და საექსპორტოდ ემზადება!
ჩვენი მარილა საკვები მარილია, რომელიც ძალიან უხდება ხორცეულს, (სტეიკს, მწვადს), თევზეულს, სალათებს და დესერტებსაც კი.
პირველ ეტაპზე, წარმოგიდგენთ ორ კლასიკურ სახეობას: საფერავსა და რქაწითელს, ყოველგვარი დანამატების, კოლორანტებისა და არომატიზატორების გარეშე. მარილას სურნელი და ფერი არის ზუსტად იმგვარი, რასაც თავად ღვინო გვაძლევს. ღვინო კი უნდა იყოს საუკეთესო!
მარილა შექმნილია ჩვენ მიერ შემუშავებული, სპეციალური მეთოდით, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა შედეგი ღირს ამად! ასევე, ვიზრუნეთ ლამაზ და კომფორტულ შეფუთვაზეც, რაც მარილას საუკეთესო და გამორჩეულ საჩუქრად აქცევს!
მარილა სრულად არტიზანული პროდუქტია, რომელიც წარმოებისას რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს გადის. ამიტომ, მისი მასიური წარმოება ამ ეტაპზე არ ხდება. ამჟამად წარმოდგენილია მხოლოდ ორი სახეობა, კლასიკური სახით: ქვევრის საფერავისა და რქაწითელის ღვინსი მარილი.