×
Entrepreneur
წიგნები
სხვა
entrepreneur

წესები და პირობები

 

Entrepreneur-ის ონლაინ მაღაზიაში პროდუქციის შესაძენად, აუცილებელია მომხმარებელმა გაიაროს ვებ-გვერდზე რეგისტრაცია. 

რეგისტრაციისას ყურადღება მიაქციეთ, რომ სრულად მოხდეს ყველა საჭირო მონაცემის დაფიქსირება, მათ შორის, საკონტაქტო ინფორმაციის ველში მითითებული იყოს ის მისამართი, რომელზეც უნდა მოხდეს შეძენილი პროდუქციის ჩაბარება. 

შეძენილი პროდუქციის ღირებულების გადახდა ხდება შეკვეთის გაკეთებისთანავე. ანგარიშსწორება კი მომხმარებელს შეუძლია როგორც საბანკო ბარათების გამოყენებით, ასევე ინვოისის საფუძველზე განხორციელებული ტრანზაქციით. ინვოისით გადარიცხვის შემთვევაში, პროდუქციის გაგზავნა მყიდველთან მოხდება მხოლოდ გადახდის დაფიქსირების შემდგომ. 

გამომდინარე იქედან, რომ ონლაინ მაღაზიაში განთავსებული პროდუქცია არ არის ცენტრალიზებულად დასაწყობებული ერთ ლოკაციაზე და თითოეულის მოწოდება ხდება უშუალოდ მწარმოებელი ბრენდისგან, შეძენამდე მარაგში კონკრეტული პროდუქტის არსებობის შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ წინასწარ ნომრებზე: 599 88 54 03 / 551 20 51 20 / 599 13 45 10;