×
Entrepreneur
წიგნები
სხვა
entrepreneur

საბავშვო ბაღში უკვე გვიანია! - მასარუ იბუკა

12

გაზიარება:

დეტალური აღწერა:

მასარუ იბუკა - კორპორაცია "სონის" ერთ-ერთი დამფუძნებელია და მისმა საინჟინრო იდეებმა სამყარო შეცვალა, იაპონია კი ერთ-ერთ ლიდერ სახელმწიფოდ აქცია.

მასარუ იბუკას მუდამ აინტერესებდა განათლება და მისი როლი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. თანდათანობით, მისი ინტერესი ბავშვების სწავლების სფეროს გარშემო კონცენტრირდა და ამ საკითხებში ჩაღრმავების შემდეგ, დაწერა რამდენიმე წიგნი, რომელთაგან ყველაზე სახელგანთქმული "საბავშვო ბაღში უკვე გვიანია!" გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი გასული საუკუნის 70_იან წლებში გამოქვეყნდა, ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. მასში მოთხრობილია იმის შესახებ, რომ ადრეული განვითარების მოთხოვნილება თითოეულ ბავშვში არსებობს და მისი წარმატება მომავალში დიდად არის დამოკიდებული ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე.

აქვე უნდა აღინიშნოს რომ ავტორს, ამ თემებით დაინტერესებისთვის, პირადი მიზეზიც ჰქონდა, რადგან მისი შვილი გონებრივი განვითარებით თავის თანატოლებს ჩამორჩებოდა. ვიდრე ის პატარა იყო, მამას აზრადაც არ მოსვლია, რომ ასეთი გადახრებით დაბადებული ბავშვი, შეიძლებოდა, ნორმალურ, განათლებულ ადამიანად ჩამოყალიბებულიყო, თუნდაც მისთვის დაბადებიდანვე ყველაფერი სწორად ესწავლებინათ. "ძალიან ვინანე, როგორც მშობელმა, რომ თავის დროზე ვერაფერი ვიღონე საკუთარი შვილისთვის." იბუკას საქმიანობასაც, ამ მიმართულებით, სწორედ სხვა მშობლების სურვილი განაპირობებს.

მასარუ იბუკას დამსახურებებს ასევე მიეკუთვნება ადრეული განვითარების იაპონური ასოციაციისა და "ნიჭების სწავლების" სკოლის შექმნა