×
Entrepreneur
წიგნები
სხვა
entrepreneur

Book & Wine პაკეტი #10

130

აირჩიეთ :

გაზიარება:

დეტალური აღწერა:

Book & Wine - ეს არის სივრცე მათთვის, ვისაც უყვარს კითხვა, თანაც ღვინის თანხლებით!

ახალ პაკეტში შედის:

 

            ?  მეი მასკის წიგნი ,,ქალი ისახავს მიზანს''

            ? ღვინო -  VIVERE WINE - ღვინო მოსულა 

            ?️ Entrepreneur-ის მარტის ნომერი
 

VIVERE WINE - ღვინო მოსულა ?  ქართული ქარვისფერი მშრალ ღვინო - რქაწითელი.

 მოსავლის აღება ხდება ურწყავი ვენახიდან, რომელიც ტიბაანის უნიკალურ მიკროზონაში მდებარეობს. ღვინო გაუფილტრავია, ღვინის დაწმენდა ხდება ბუნებრივად, გადაღების მეთოდით. ეს ყველაფერი ღვინოს აძლევს მდიდარ არომატსა და განსაკუთრებულ, ავთენტურ და ცოცხალ გემოს.

? მეი კანადაში დაიბადა, სამხრეთ აფრიკაში იზრდებოდა, ახლა კი ლოს-ანჯელესში, თავის შვილებთან ახლოს ცხოვრობს. ის სამი წარმატებული შვილის დედა და უკვე თორმეტი შვილიშვილის ბებიაა. ავტობიოგრაფიულ წიგნში მასკი გულწრფელად მოგვითხრობს სიძნელეებით სავსე თავისი ცხოვრებისა და თავგადასავლების შესახებ. რთული, ხშირად დაუჯერებელი ოჯახური პრობლემებისა და საქმიანობასთან დაკავშირებული დაბრკოლებების მიუხედავად, ის მუდამ ახერხებდა ფეხზე წამომდგარიყო, ახალი მიზანი დაესახა და გაბედულად ემოქმედა. სწორედ ამიტომ იქცა წიგნი შთაგონების წყაროდ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ბევრი ქალისთვის. აქ ასევე უხვადაა სასარგებლო რჩევები ჯანსაღ კვებასა და ცხოვრების წესზეც, რასაც სამეცნიერო კვლევები და მეი მასკის დიეტოლოგიური პრაქტიკა უდევს საფუძვლად. 

 

შემოგვიერთდი! გახდი Book & Wine-ის წევრი და ყოველთვიურად მიიღე ჟურნალ Entrepreneur-ის ახალი ნომერი +  რედაქციის მიერ შენთვის შერჩეული საინტერესო წიგნი + ქართული ბრენდის რჩეული ღვინო!

აირჩიე ხელმოწერის ხანგრძლივობა და მიიღე შენაძენი სასურველ მისამართზე!